ავტორი:

"რა ფული?! როგორ გვაკადრეს?! რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! აქ იდეისთვის ვიბრძვი" - რას ამბობს ქართველი ექიმი ფრონტის ხაზიდან

"რა ფული?! როგორ გვაკადრეს?! რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! აქ იდეისთვის ვიბრძვი" - რას ამბობს ქართველი ექიმი ფრონტის ხაზიდან

რუსებმა უკრაინელებს მძიმე შობა და ახალი წელი გაუთენეს. "ერთმორწმუნეებისთვის“ არც ძველით ახალი წლისთვის დაიშურეს "სიურპრიზები“. თუმცა უკრაინელები და ქართველი მეომრები ყველაფრისთვის მზად არიან. ფრონტის ხაზიდან მებრძოლი-ექიმი ქეთი ლეშკაშელი გვესაუბრება:

- როგორი განწყობით ხართ, ომის მოგების იმედი გაქვთ?

- კი, იმედი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ და ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ ისეთი ლიდერი გვყავს...

- პრეზიდენტ ზელენსკის გულისხმობთ?

- დიახ, ეს ადამიანი თითოეული ჩვენგანისთვის სტიმულია. ჩვენ რომ ის ბახმუტში ვნახეთ, მისდამი პატივისცემა გაორმაგდა. მე ერთ რამეზე მწყდება გული, ქართველებს რომ არ გვყავს ასეთი ლიდერი. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება იმას ცდილობს, როგორმე ჩაკლას ქართველებში მებრძოლი სული. რატომ აკეთებენ ამას, მართლა ვერ ვხდები. იცით, ამ ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტად რისი მეშინოდა?! რუსებს კი არა, ჩვენს ხელისუფლებას არ მოეწყო ჩვენთვის "სიურპრიზი“.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ გული ძალიან დაგვწყვიტეს, როდესაც უკრაინაში მებრძოლების პატრიოტიზმი, სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დაიწყეს საუბარი. ეს წარმოუდგენელი დარტყმა იყო. რა ფული?! როგორ გვაკადრეს?! გულდასაწყვეტია, რომ საქართველოდან ვიღაცები მემუქრებიან, შეურაცხმყოფელ სიტყვებს მწერენ პირად შეტყობინებებში. მე ნამდვილად არავისი მეშინია, უბრალოდ, გული მწყდება, რომ არსებობენ ქართველები, რომლებსაც მტრების ნაცვლად სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანები სძულთ. მე რას მემართლებიან, გერმანიაში ვცხოვრობდი ომის დაწყებამდე, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი.

რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! მე აქ იდეისთვის ვიბრძვი. მწამს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, საქართველოც შეძლებს ნამდვილი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებას წაიკითხეთ სრულად