ავტორი:

ნეპალში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა - თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

ნეპალში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა - თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

ნეპალში, პოხარას აეროპორტში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც BBC-ი წერს, ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი.

Yeti Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა დაშვებისას კი ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის კატასტროფის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.