ავტორი:

ჩინეთში აცხადებენ, რომ ბოლო 5 კვირაში კორონავირუსით ქვეყანაში 60 000 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში აცხადებენ, რომ ბოლო 5 კვირაში კორონავირუსით ქვეყანაში 60 000 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ჯანდაცვის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ერთ თვეში, "ნულოვანი კოვიდის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 60 000-მდე ადამინი კორონავირუსთან დაკავშირებული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

  • სამედიცინო ადმინისტრაციის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯიაო იაჰუიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთში, ბოლო ხუთ კვირაში, კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 59 938 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ მათ შესახებ, ვინც საავადმყოფოებში დაიღუპნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.

გარდაცვალების შემთხვევებიდან 5 504 სუნთქვის უკმარისობით იყო გამოწვეული, დანარჩენი კი - კორონავირუსთან შერწყმული სხვა თანმხლები დაავადებებით.

კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს, მხოლოდ რესპირატორული უკმარისობით გამოწვეულ გარდაცვალების შემთხვევებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკრიტიკებს