ავტორი:

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე: რა მოხდა ოქტომბერში? (ფოტოები)

სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ინფორმაცია პირველად ქართულ მედიაში გავრცელდა. ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნეს-ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის რომანზე უამრავი დაიწერა.

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის ორ წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

მართალია, წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. მაგალითად მარიამის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე პონტი წერს, - "ჩემო სულო, ჩემო მეგობარო და ჩემო სიყვარულო... სამუდამოდ და ყოველთვის".

კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი

კარლო პონტი უმცროსმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გასული წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა მარიამის ფოტო მინაწერით: "ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე - ქართველი მერილინ მონრო. საქართველო საუკეთესოა!"

  • კარლო პონტი დაოჯახებული იყო უნგრელ ქალ ანდრეა მეზაროსიზე. მათი ქორწილი 2004 წლის 18 სექტემბერს შედგა. ჰყავთ 2 შვილი - ვიტორიო და ბეატრის ლარა. ჩვენი ინფორმაციით, დაოჯახებული იყო მარიამიც. ფოტოებზე, რომელსაც წყვილი ავრცელებს, მარიამის ვაჟიც ჩანს.

პონტი ახლაც საქართველოშია და საყვარელ ქალთან ერთად ბათუმში ისვენებს.

სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც ქართული მედიისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა არაფერი წერია უცხოურ მედიაში. ასევე ვერ ნახავთ ინფორმაციას კარლო პონტისა და მისი პირველი მეუღლის დაშორების შესახებ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი უნგრული საიტიდან გავარკვიეთ, ეჭვები წყვილის დაშორების შესახებ, მედიას ოქტომბერში გაუჩნდა.

  • რა მოხდა გასული წლის ოქტომბერში?

"ექვსი წლის შემდეგ, სოფი ლორენის უნგრელი შვილიშვილები კვლავ ვნახე“, - ასეთი სათაურით სტატია ერთ-ერთ უნგრულ საიტზე გამოქვეყნდა. როგორც აღვნიშნეთ, კარლო პონტის პირველი ცოლი უნგრეთიდან გახლავთ და როგორც ჩანს, ადგილობრივი მედია წყვილის ცხოვრების შესახებ, მუდმივად ინტერესდებოდა.

ფოტო კარლო პონტის პირველი ქორწინებიდან

სტატიაში ვკითხულობთ, სოფი ლორენის შვილიშვილები უკვე დიდები არიან. პროფესიონალურ დონეზე უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, გამოირჩევიან ჭადრაკისა და ცურვის სიყვარულით. სურათი უახლოეს წარსულში, წვეულებაზეა გადაღებული - მაგრამ რატომ არ ვხედავთ ფოტოებზე ბავშვების უნგრელ დედას, ანდრეას? - წერს გამოცემა.

"88 წლის სოფი ლორენი ნამდვილი "იტალიელი დედაა." მას კვლავ "ხელით უჭირავს" თავისი 54 წლის ვაჟი. ოთხმოცდაათს მიახლოებული იტალიელი დივა ისევ შესანიშნავ ფორმაშია. მას არ შეუძლია ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა და პენსიონერივით ცხოვრება.

ოქტომბერში მოდის ქალაქ მილანში, თავისი სახელობის რესტორანი გახსნა. წვეულებაზე თან ახლდნენ ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრები: მისი ვაჟი, კარლო პონტი ჯუნიორი და ორი შვილიშვილი, უნგრული წარმოშობის, თხუთმეტი წლის ვიტორიო და ათი წლის ბეატრისე.

ფოტო, რომელიც რესტორნის გახსნის დროსაა გადაღებული

გახსნაზე სოფია ჩვეული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. ის თეთრ კოსტიუმში, ატლასის ბლუზაში, შთამბეჭდავი ბრილიანტის სამკაულებითა და მოდური სათვალეებით დაფერილი ლინზებით გამოჩნდა.

მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლო უდავოდ მისი დიდი ოჯახია. მისი ვაჟი კარლო, რომელიც დირიჟორია, 2004 წელს ბუდაპეშტში, უნგრელ მევიოლინე ანდრეა მესაროსზე დაქორწინდა. მაშინ გავრცელებული ცნობებით, მსახიობი შვილის არჩევანით კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ანდრეას თქმით, სოფია სასიამოვნო დედამთილია", - წერს გამოცემა.

სოფი ლორენი შვილებთან და რძლებთან ერთად

შესაძლოა, ბევრისთვის უცნაურია, რომ ანდრეა მესაროსი არ ჩანს რესტორნის გახსნაზე გადაღებულ და შემდეგ მედიაში გავრცელებულ არცერთ სურათზე, მაგრამ როგორც უნგრული მედია წერს, ის თავშეკავებული პიროვნებაა, ნაკლებად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სხვათა შორის, ქალი შვილებთან ერთად წლებია, რაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მედიაში წერენ, რომ ლორენს განსაკუთრებულად უყვარს კარლო პონტი ჯუნიორი, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური დედაა მეორე შვილისთვისაც. ედუარდო პონტი რეჟისორია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

იცნობს თუ არა ლორენი ქართველ სარძლოს, უცნობია, რადგან როგორც აღვნიშნეთ, წყვილი მედიასთან არ საუბრობს. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, იტალიელი პონტი თავდავიწყებით არის შეყვარებული მარიამზე, რომელსაც ქართველ მერლინ მონროდ მოიხსენიებს.