ავტორი:

მომღერალი ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

მომღერალი ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დაგვტოვა" - წერს კიკაბიძის პროდიუსერი.

კიკაბიძე იყო კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი. მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.

1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას“ სოლისტი. “ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში "მიმინო“ (1978).

კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები "არ იდარდო!“, "მიმინო“, "ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.