ავტორი:

უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქეს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები: ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და "კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 15 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სანქციებს აწესებს 198 ადამიანის, მათ შორის, რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ.

სიაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებით, მოხვდნენ რუსი და უკრაინელი კულტურის მოღვაწეები, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატები, ბლოგერები და ჟურნალისტები, მათ შორის რუსული სახელმწიფო არხები.

სანქცირებულ ადამიანებს შორის არიან რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ორჯონიკიძე და ასევე რუსეთის მოქალაქე შოთა აფხაიძე.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.