ავტორი:

რუსული მედიის ინფორმაციით, თინა კანდელაკი დედა მესამედ გახდა, ამჯერად სუროგაციის გზით

რუსული მედიის ინფორმაციით, თინა კანდელაკი დედა მესამედ გახდა, ამჯერად სუროგაციის გზით

TNT არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კრემლის ქართული წარმოშობის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი მესამედ გახდა დედა, წერს რუსული მედია. თუმცა, როგორც მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამჯერად 47 წლის ქალმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტს და მის მეუღლეს ვასილი ბროვკოს ვაჟი შეეძინათ. წყვილს ოჯახში ახალი წევრის დაბადების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

კანდელაკი და ბროვკო ცხრა წელია დაქორწინებული არიან. თინას პირველი მეუღლის, ანდრეი კონდრახინისგან ქალ-ვაჟი - 22 წლის მელანია და 21 წლის ლეონტი ჰყავს.

როგორც თავად თინა კანდელაკმა არაერთხელ განაცხადა, მის ცხოვრებაში მთავარი ბავშვებია, მათთვის იწყობს კარიერას, შოულობს ფულს, ცდილობს იცხოვროს ჯანსაღად.

სხვათა შორის, წამყვანი სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. კანდელაკი წერს მხოლოდ ჯანმრთელობის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სამუშაოს შესახებ.