ავტორი:

"მან 10 საათი ნანგრევებში გაატარა... დახმარებასაც ვერ ითხოვდა, სმენადაქვეითებულია” - კატია ზელენსკას უმძიმესი ისტორია დნიპროდან: მის ქმარს და 1 წლის შვილს მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ

"მან 10 საათი ნანგრევებში გაატარა... დახმარებასაც ვერ ითხოვდა, სმენადაქვეითებულია” - კატია ზელენსკას უმძიმესი ისტორია დნიპროდან: მის ქმარს და 1 წლის შვილს მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ

14 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობაზე. მათ ქალაქი დნიპრო დაბომბეს. ერთ-ერთი რაკეტა კი 9 - სართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევებიდან ცხედრებისა და გადარჩენილების გამოყვანას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

თითოეულ ადამიანს თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს. ერთ-ერთი გადარჩენილი ახალგაზრდა ქალი ეკატერინა ზელენსკაა, რომელიც სმენადაქვეითებულია და მას არ შეეძლო დახმარების თხოვნა, მისი ხმა ნანგრევებიდან ვერ აღწევდა მაშველებამდე. როგორც უკრაინული მედია წერს, ქალი იჯდა ნანგრევებს შორის და დროდადრო ცდილობდა ხმაური გამოეწვია.

10 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო, საბედნიეროდ, მაშველებმა ის ცოცხალი ამოიყვანეს.

ეკატერინას ამბის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, ალინა წერს:

"ეს არის კატია - ჩემი და! ის მხოლოდ დღეს (15 იანვარს - UNIAN) დილით იპოვეს და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალია! ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იმ დაწყევლილ სახლში! დახმარების თხოვნა არ შეეძლო, რადგან სმენადაქვეითებულია”, - წერს ეკატერინეს და.

მისივე ცნობით, ნანგრევებში მოყვნენ ქალის ქმარი და ერთი წლის შვილი. მათი პოვნა კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

"ჯერ კიდევ ეძებენ კატიას ერთი წლის შვილს და ქმარს! ღმერთმა ცოცხლები და უვნებლად გვაპოვნინოს", - წერს ქალი.