ავტორი:

შურისძიება დაშორების შემდეგ - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ყოფილებს გულის ტკენა არ აპატიეს და რევანში აიღეს

შურისძიება დაშორების შემდეგ - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ყოფილებს გულის ტკენა არ აპატიეს და რევანში აიღეს

საყვარელ ადამიანთან დაშორება მარტივი არასდროსაა. დაშორების მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის ისეთიც, რომ ყოფილ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ შურისძიებისკენ უბიძგონ.

შაკირასა და პიკეს მაგალითით მთელმა მსოფლიომ ნახა დაშორების შემდეგ მომღერლის შურისძიება და ამ ყველაფრის მიმართ პიკეს ირონიული დამოკიდებულება. ცხადია, ყველას არ შეუძლია, საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ სათანადო რევანში აიღოს და შაკირას მსგავსად, სიმღერით გაასწოროს მიწასთან ყოფილი მეორე ნახევარი.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ცნობილი ადამიანები განშორების შემდეგ სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ყოფილი ქმრისა, თუ შეყვარებულის მიმართ ბრაზს.

ვნახოთ, პოპულარული ადამინების შურისძიება ყოფილებზე:

  • შაკირა და პიკე

შაკირამ, ჟერარდ პიკესთან დაშორების შემდეგ, მოღალატე პარტნიორს სიმღერა მიუძღვნა, რომელიც ამ კვირის მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციას იკავებს.

პიკეს, რომელსაც ახლა 23 წლის შეყვარებული ჰყავს, შაკირა სიმღერაში მიმართავს: "Ferrari Twingo-ში გაცვალე, Rolex-ი კი Casio-ში... მე ორ 22 წლის გოგოდ ვღირვარ". შემდეგ კი განაგრძობს - "სპორტულ დარბაზში დიდ დროს ატარებ, მაგრამ შენს ტვინსაც სჭირდება ცოტა გავარჯიშება“.

  • მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი

მაილი ქმარს, მსახიობ ლიამ ჰემსვორთს 2020 წელს დაშორდა, თუმცა შაკირას მსგავსად, ამ კვირაში გამოუშვა ე.წ. დაშორების სიმღერა, რომელსაც “flowers” ჰქვია.

მაილის სიმღერის ტექსტი ასეთია: "თვითონაც შემიძლია ვიყიდო ყვავილები, შემიძლია საკუთარ თავს ჩავკიდო ხელი."

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ლიამმა მაილის უღალატა და წყვილის დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

  • პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი

მოღალატე ქმარზე საკუთარი გზით იძია შური პრინცესა დაიანამ. 1994 წლის ივნისში, როდესაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ ღალატობდა ჩარლზი ლედი დის, დაიანამ რევანშის აღება გადაწყვიტა.

პრინცესას შურისძიებას არავინ დაუზარალებია, უბრალოდ, მან მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი უპირატესობა, შარმი და სილამაზე.

დაიანა შავი, ე.წ. დეკოლტე კაბით გამოჩნდა, რომელიც, მალე, მთელი მსოფლიოს სალაპარაკო თემად იქცა. ამგვარი თამამი სამოსი უჩვეულო იყო სამეფო ოჯახისთვის და სამეფო ოჯახის პროტოკოლს არღვევდა. ამ კაბას მედიაში "შურისძიების კაბა" უწოდეს.

  • ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

არც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებას ჩაუვლია შურისძიების გარეშე. ამჯერად, ანჯელინა ჯოლიმ ყოფილ ქმართან საერთო ქონება ("შატო მირავალის“ 50%) ისე გაყიდა, რომ ბრედს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მან ყოფილ ცოლს სასამართლოშიც კი უჩივლა ამის გამო.

წყვილისთვის მხოლოდ ქონება არ ყოფილა დავის საგანი, ისინი დღემდე ვერ შეთანხმდნენ ბავშვებზე მეურვეობის უფლების მოპოვებაზე. ანჯელინა ბრედს ფიზიკურად ძალადობაშიც სდებს ბრალს, რომელიც მან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

  • ქანიე უესტი და კიმ კარდაშიანი

ქანიე უესტის და კიმ კარდაშიანის დაშორებაც დიდხანს იყო საზოგადოების განხილვის თემა, რაც ძირითადად, ქანიეს დამსახურებაა. ქანიემ თავისი სიმღერის, Eazy-ის ვიდეოში კარდაშიანის იმ დროისთვის ახალი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის "გატაცებაზე და დამარხვაზე" "იხუმრა". ის გამუდმებით დასცინოდა პიტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით.

დაშორებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ქანიემ ურთიერთობა ჯულია ფოქსთან გააბა. ბევრი ეჭვობდა, რომ ეს ურთიერთობა სწორედ კიმზე შურისძიების გზა იყო რეპერისთვის.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა