ავტორი:

"მინდა, ვინმე დამეხმაროს, რათა თავიდან ავიცილო ყველაზე უარესი. არ მსურს ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს" - რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი კარიერის დასრულების შემდგომ დეპრესიაზე საუბრობს

"მინდა, ვინმე დამეხმაროს, რათა თავიდან ავიცილო ყველაზე უარესი. არ მსურს ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს" - რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი კარიერის დასრულების შემდგომ  დეპრესიაზე საუბრობს

ფრანგულ ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკში" საქართველოს ნაკრების შერკინების ყოფილი ბურჯის, ანტონ ფეიქრიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც კარიერის დასრულების შემდგომ გამოწვეულ დეპრესიაზე ყვება და დახმარებას ითხოვს. გთავაზობთ, ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"ანტონ ფეიქრიშვილი 35 წლისაა. ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში. 2010 წელს "აჟენში" იყო და ამ გუნდს მეორე დივიზიონიდან პირველში გადასვლაში დაეხმარა.

ამის შემდეგ რამდენიმე ძალიან კარგი სეზონი გაატარა "კასტრში". მერე იყო კელტთა ლიგაში ასპარეზობა "კარდიფ ბლუზის" შემადგენლობაში. ეროვნულ ნაკრებში 27 კეპი მოიხვეჭა. სამშობლოში 2019 წელს დაბრუნდა და "ყოჩების" შერკინების მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.

"ვცდილობ მორაგბეებს გადავცე ის ცოდნა, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა ფრანგულ და უელსურ კლუბებში ასპარეზობისას. შერკინების ბურჯებს ვავარჯიშებ, რადგან ვფიქრობ, ამ საქმეში კომპეტენტური ვარ.

პირველი შვიდი თვის განმავლობაში დეპრესია მჭამდა. როგორც კი თვალს დავხუჭავ, რაღაც ხმა ჩამესმოდა - "შეხედე შენს თავს. შენ არარაობა ხარ!"... აღარ შემიძლია, ვერაფრით შევძელი ამ ხმის ჩახშობა"...

ანტონი ცოტა ხნით ქუთაისის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა, რათა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა ლოცვით მოეშუშებინა. მას ამაში მართლმადიდებელი მოძღვარი ეხმარებოდა.

"ვიცი, რომ ბევრ მორაგბეს აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. თუმცა, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემაზე ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ. როცა პოლ ალო-ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მომინდა გადავხვეოდი და მეთქვა - "ერთ ნავში ვსხედვართ, ძმობილო!"... გააგრძელეთ კითხვა