ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ორჯონიკიძე და შოთა აფხაიძე, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქეს შორის არიან ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და "კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

  • ვინ არის ალექსანდრე ორჯონიკიძე?

ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე 1968 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

  • 1991 წლიდან ის უცხოურ კომპანიებში მუშაობდა,
  • 1997 წლიდან კურირებდა კავშირებს საერთაშორისო კომპანიასთან Sakhalin Energy Investment Company Ltd.
  • 2000 წლიდან ის არის კომპანია Noril'skgazprom-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და კომპანია Taymyrgaz-ის გენერალური დირექტორი.
  • 2002 წელს კომპანია Noril'skgazprom-ის სათავეში მოვიდა.
  • 2003 წლის ივნისში ტელეკომპანია НТВ-Плюс-ის გენერალური დირექტორი გახდა.
  • 2005 წლიდან კი მედიაჰოლდინგ РЕН ТВ-ს ჩაუდგა სათავეში.
  • 2009 წლის ოქტომბერში „ეროვნული მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გახდა.

  • რა ვიცით შოთა აფხაიძეზე

რეესტრის მონაცემებით, შოთა აფხაიძე არის შპს „აგრო-გეოს“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. მისი პარტნიორი ასევე 50%-იანი წილით არის გულბაათ რცხილაძე. რაც შეეხება საქმიანობას, საწარმოს კვების პროდუქტების წარმოებითა და დისტრიბუციით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ შოთა აფხაიძე პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. განაგრძეთ კითხვა