ავტორი:

"ხარკოვშია დაბადებული ეს ბიჭი, დედაჩემს სთხოვეს მისთვის ბინა დაეთმო..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

"ხარკოვშია დაბადებული ეს ბიჭი, დედაჩემს სთხოვეს მისთვის ბინა დაეთმო..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

"კურიერის" სიუჟეტის მიხედვით, როგორც გაირკვა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს.

თავად მდგმურმა, გვარად პოპოვმა, საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა..

ჟურნალისტებმა ფაქტის გადამოწმება თავად გიორგი ვაშაძესთან სცადეს. ვაშაძემ დაადასტურა, რომ მათ ბინაში მცხოვრები პირი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა, როგორც ის ამბობს, აღნიშნული პიროვნება უკრაინელია, კერძოდ, ხარკოვში დაბადებული.

"ხარკოვში დაბადებულია ეს ბიჭი. შემოვიდა საქართველოში, დედაჩემს სთხოვეს მისთვის ბინა დაეთმო. დედაჩემმა გადაამოწმა, ნამდვილად უკრაინელი იყო თუ არა და ბინა დაუთმო. თვითონ ეს ბიჭი რუსეთის მოქალაქეა, მე ხომ არ გეუბნებით, რომ არ არის რუსეთის მოქალაქე - მეთქი" - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტს.