ავტორი:

ავიაკატასტროფა კიევის ოლქში - უმძიმესი ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ავიაკატასტროფა კიევის ოლქში - უმძიმესი ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

უკრაინაში, ბროვარში, საშინელი ტრაგედია მოხდა, რამაც, ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათეულობით ადამიანი დაშავდა. საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდილი ვერტმფრენი შენობას დაეცა. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია. ასევე დაიღუპნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

30-მდე დაშავებული, რომელთაგან 15 ბავშვია, კლინიკაში გადაიყვანეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეჯახებას "საზარლი ტრაგედია“ უწოდა. უკრაინის ოფიციალური პირებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ვერტმფრენის კატასტროფა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა