ავტორი:

ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, მას პატიმრობა ემუქრება

ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, მას პატიმრობა ემუქრება

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრალს ასევე წაუყენებენ იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერეს რიდს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ. პროკურორების თქმით, შემთხვევას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

"მსახიობსა და პროდიუსერს ალეკ ბოლდუინს და იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერ რიდს ბრალს არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით წაუყენებენ. დავადგინე, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველა იმსახურებს სამართლიანობას”, - განაცხადა სანტა ფეს ოლქის პროკურორმა მერი კარმაკ-ალტვისმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა.