ავტორი:

"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

"სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული და სიცოცხლისმოყვარული..." - რას იხსენებენ საგარეჯოში მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმიაენება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოკლული, ზაქრო მათიაშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი იყო.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგლითო მოხალისე საგარეჯოდან მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.