ავტორი:

ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში დააკავეს - მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში დააკავეს - მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა

"ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი დანი ალვეში დააკავეს. მას ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში დააკავეს. სამართალდამცავთა ცნობით, საქმე ეხება ღამის კლუბში ქალზე სექსუალურ ძალადობას. მათივე ინფორმაციით, დანაშაული გასული თვის ბოლოს მოხდა.

გამოძიება იანვრის დასაწყისში დაიწყო, პოლიცია ალვეშის ბრალეულობაზე საუბრობდა, თუმცა ის ახლა დააკავეს.

ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ მედიასთან აღიარა, რომ გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა ღამის კლუბ Sutton-ში, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა. თუმცა ალვეში ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.

"მე არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი, არ ვიცი მისი სახელი, არ ვიცნობ, ცხოვრებაში არ მინახავს“, - ამბობდა ფეხბურთელი ინტერვიუში.

ალვეში ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. "გამოძიება გრძელდება და სასამართლო გადაწყვეტს, რა ზომების მიღება მოუწევთ ალვეშის წინააღმდეგ“, - წერს ესპანური მედია.