ავტორი:

თბილისში, ლოტკინის მიმდებარედ ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ჭრილობა აღენიშნებოდა სახის არეში"

თბილისში, ლოტკინის მიმდებარედ ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ჭრილობა აღენიშნებოდა სახის არეში"

თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გარდაცვლილს სახის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში არკვევს.