ავტორი:

ბარსელონაში დაკავებული მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ციხეში გადაიყვანეს - რას აცხადებს სპორტსმენის მეუღლე?

ბარსელონაში დაკავებული მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ციხეში გადაიყვანეს - რას აცხადებს სპორტსმენის მეუღლე?

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვესი ბარსელონაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბარსელონას ყოფილი მცველი და მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს.

პარასკევს, ბარსელონას სასამართლომ ალვესი გამოძიების დასრულებამდე დააკავა, გირაოს გადახდის შესაძლებლობის გარეშე. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბრაზილიელს გაქცევა შეეძლო.

მექსიკურმა კლუბმა, რომელშიც ახლა იუვენტუსის და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ უკვე გამოაცხადა.

რა მოხდა?

39 წლის ფეხბურთელი პარასკევს დააკავეს. მანამდე კი, 2 იანვარს ქალი პოლიციას დაუკავშირდა და ალვეში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ესპანეთში სექსუალური ძალადობის ბრალდება საკმაოდ ფართოდ არის განმარტებული - არასასურველი შევიწროებიდან გაუპატიურებამდე.

პოლიცია დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ Agence France-Presse-ს განუცხადა, რომ ალვესს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

ქალმა, რომლის ინდეტიფიცირებასაც მედია არ ახდენს, ბრალდება სასამართლოს წინაშე პარასკევს გაიმეორა, დასძენს წყარო.

ესპანური მედიის ცნობით, სავარაუდო ინციდენტი ბარსელონას ღამის კლუბში 31 დეკემბერს ღამით მოხდა. გაზეთი ABC წერს, რომ ალვეში, სავარაუდოდ, ცეკვის დროს ქალს საცვლებზე შეეხო, შემდეგ კი მისი თანხმობის გარეშე, საპირფარეშოში გაჰყვა.

დეტალები

ალვეში ადასტურებს, რომ ის კლუბში იყო, მაგრამ ბრალდებას უარყოფს. "ვცეკვავდი და უბრალოდ კარგი დრო გავატარე, არავინ შემიწუხებია, არ ვიცი, ვინ არის ეს ქალი..."

ფეხბურთელის გარემოცვას ბრალდებების არ სჯერა. სპორტსმენის მეუღლემ, ესპანელმა მოდელმა ჯოანა სანზმა განაცხადა, რომ ალვესი იმ საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა განტვირთვის მიზნით.

მექსიკურმა კლუბმა, რომელთანაც ალვესს 2023 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა კონტრაქტი, მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობა ფეხბურთელთან.

ბარსელონაში ალვეშმა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვებულება გაატარა. სასამართლოდან ალვესი პირდაპირ ბრაიან-1-ის ციხეში გაგზავნა, ბარსელონადან 40 კილომეტრში.

წარმატებული კარიერა

ალვეშმა კარიერის განმავლობაში 46 ტიტული მოიგო და მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად ითვლება. ესპანურ კლუბ ბარსელონაში ბრაზილიელმა მცველმა რვა სეზონი გაატარა, ლა ლიგა ექვსჯერ მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ კოპა დელ რეი 2008-2016 წლებში.

ბარსას წასვლის შემდეგ ალვესმა ტურინის იუვენტუსთან ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, რის შემდეგაც კლუბში სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ასევე ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო.

2019 წელს ალვესი ბრაზილიის სან პაულოს შემადგენლობაში ამერიკის თასის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო 2020 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 2022 წელს, ყატარში, ალვეში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.