ავტორი:

"ნეტავ, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა" - რას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ვენერა ობოლაშვილი

"ნეტავ, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა" - რას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ვენერა ობოლაშვილი

2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. გათავისუფლების შემდეგ ობოლაშვილთან ინტერვიუ "რუსთავი 2"-მა ჩაწერა. ინტერვიუს ანონსი უკვე გავრცელდა და ობოლაშვილის გათავისუფლების ამბავი სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა.

"თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ...ძალიან მიყვარდა წოწ მარია... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა", - ამბობს ობოლაშვილი.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ობოლაშვილი კონტაქტში მარტოხელა ადამიანებთან შედიოდა, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ; ბინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000 აშშ დოლარად გაყიდა.

2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

2009 წელს მოკლა 1930 წელს დაბადებული მარია არზამასევა და მისი ბინა 20 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.