ავტორი:

"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"ოცნების სამსახური" მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს სასახლეში - რა ვაკანსია გამოაცხადა ფეხბურთელმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"ალ ნასრის“ თავდამსხმელს, ფეხბურთის პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ვაკანსია აქვს გამოცხადებული, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის ოცნების სამსახური იყოს.

მედიის ცნობით, კრიშტიანუ სასახლის მომსახურე პერსონალს ეძებს.

დაინტერესებულ პირებს სამსახური პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე ელოდებათ. სახლის მშენებლობა, რომელიც რონალდუს ოჯახის ძირითად რეზიდენციად უნდა იქცეს, ივნისში უნდა დასრულდეს.

  • პორტუგალიელს გამოცხადებული აქვს რამდენიმე ვაკანსია, შესაბამისი კანდიდატები რიგ პოზიციებზე უკვე ნაპოვნია, მაგალითად, მოურავი, რომელსაც რონი თვეში 5 500 ევროს გადაუხდის.

თუმცა კრიშტიანუ სირთულეებს სუშის შეფის დაქირავებისას წააწყდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მზად არის შეფს თვეში 5 100 ევრო გადაუხადოს, იმ კრიტერიუმების გამო, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, შესაბამისი კადრი ჯერ ვერ მოიძებნა.

ფეხბურთელს და მის შეყვარებულს ჯორჯინა როდრიგესს სურთ, რომ მზარეულს შეეძლოს ტრადიციული პორტუგალიური საჭმელების, სუშისა და სხვადასხვა უცხო ქვეყნების კერძების მომზადება.

Daily Mail-ის ცნობით, რონალდოს აღნიშნულმა სირთულემ "ნამდვილი თავის ტკივილი გაუჩინა."

ასე რომ, თუ სუშის მომზადებასთან ერთად, პორტუგალიური კერძების მომზადება იცით და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოს დელიკატესებსაც ფლობთ, სუპერვარსკვლავის სახლში გელოდებიან.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე