ავტორი:

"გამოწვეულია ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებით" - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ

"გამოწვეულია ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებით" - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ

ბოლო დღეებია, თბილისში მტვრის სქელი ფენა თვალშისაცემია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქში მტვრის მყარი ნაწილაკების მატება, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

"ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.

  • აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.