ავტორი:

"უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს" - ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი

"უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს" - ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი

უკრაინაში, ერთ-ერთ ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხელოვნის პროდიუსერმა გაავრცელა.

"უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს. მომავალში ძეგლზე ვფიქრობ, მუზეუმებზეც და ბევრი რამე მაქვს ჩაფიქრებული." - განაცხადა სოსო აბზიანიძემ.

რამდენიმე დღის წინ, კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, სადაც უკრაინის მოქალაქეები ითხოვდნენ, რომ რუსი მწერლის, მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩას სახელი გადარქმეოდა და მისთვის ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის დიდი მეგობრის, ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდოებინათ.

ცნობითვის, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: