ავტორი:

უმძიმესი ავარია რუსთავში - დაღუპულია 23 წლის ბიჭი

უმძიმესი ავარია რუსთავში - დაღუპულია 23 წლის ბიჭი

ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, მერსედესის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომობილში 23 წლის დავით ხუციშვილი იმყოფებოდა, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: