ავტორი:

საქართველოში ნატრიუმის დაბალი შემცველობის საკვები მარილი "ლოსალტი" შემოვიდა

საქართველოში ნატრიუმის დაბალი შემცველობის საკვები მარილი "ლოსალტი" შემოვიდა

თეთრი ნივთიერება, რომელიც ყველაფერს აგემრიელებს - ეს მარილია და ის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუმცა მარილი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როდესაც მას ზომიერად ვიღებთ. მსოფლიოს მოსახლეობის 75% კი რეკომენდებულზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს მოიხმარს.

მარილის ქიმიური დასახელება ნატრიუმის ქლორიდია. მის შემადგენლობაში 40% ნატრიუმი და 60% ქლორია. 1 გრამი მარილი 400 მგ ნატრიუმს შეიცავს. 1 გრამი ნატრიუმი კი 2.5 გრამი მარილის ეკვივალენტურია.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ყოველდღიურად მიღებული მარილის რაოდენობა გავლენას ახდენს ჰიპერტენზიულ წნევასა და ზოგადად, კარდიოვასკულარულ სისტემაზე. კარდიოვასკულარული დაავადებები კი მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება გულის შეტევისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების გამო. მათი პრევენციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ ყოველდღიურად 5 გრ-ზე მეტი მარილი არ მიიღონ. 5 გრამი მარილი დაახლოებით 1 ჩაის კოვზი მოცულობისაა.

დღევანდელ რეალობაში აღნიშნული რეკომენდაციის დაცვა არც ისე მარტივია, რადგან სახლში მომზადებული საკვების გარდა ყოველდღიურად მივირთმევთ მზა პროდუქტს, რომელშიც მარილის რაოდენობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ამას ე. წ. ფარულ მარილს უწოდებენ და სწორედ ის უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას მთავარ საფრთხეს.

პრობლემის სიმწვავე უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად განვიხილოთ, რა საფრთხეს უქმნის მარილში შემავალი ნატრიუმი ჯანმრთელობას:

  • ნატრიუმი ქსოვილებში წყალს აკავებს. ორგანიზმში დაგროვებული სითხე კი გულ-სისხლძარღვთა სისტემას უქმნის პრობლემებს. ის ახდენს როგორც ახალი დაავადებების პროვოცირებას, ისე ძველის გამწვავებას.
  • მთავარი დაავადება, რომლის პროვოცირებასაც ნატრიუმი იწვევს, არტერიული ჰიპერტენზიაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წნევაა, რომელიც თავისთავად არც ისე მარტივი სამართავია. ამავდროულად ისეთი უფრო რთული პრობლემების მაპროვოცირებელიცაა, როგორიცაა ინსულტი და ინფარქტი.
  • ჭარბი ნატრიუმი ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებას. მათ შორის აღსანიშნავია კენჭოვანი დაავადებები, რომელთა მაპროვოცირებელიც ხშირად სწორედ მარილია.
  • ნატრიუმის ჭარბად მოხმარება ამწვავებს დიაბეტის სიმპტომებს, ამიტომ დიაბეტის მქონე პაციენტებს მისი განსაკუთრებული კონტროლი და შეზღუდვა უწევთ.

ჭარბი ნატრიუმის მოხმარება განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა საქართველოში, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი მზა კერძს მარილს ისე ამატებს, რომ წინასწარ არც აგემოვნებს. ყველი და მწნილი კი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მარილს შეიცავს, ქართველების კვების რაციონში დიდ ადგილს იკავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც კერძს საკვებს ავტომატურად ამატებენ, ნაადრევი გარდაცვალების 28%-ით უფრო მაღალი რისკი აქვთ.

საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მუდმივად მარილის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ეს კი მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან, სიმართლე რომ ვთქვათ, უმარილო საჭმელი მართლაც არ არის გემრიელი. ამ დროს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ისეთი სუფრის მარილია, რომელიც ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს.

საქართველოში ხელმისაწვდომ პროდუქტებს შორის ასეთია ბრიტანული ბრენდის „ლოსალტის“ ჯანსაღი მარილი, რომელიც სუფრის, ზღვის ან მთის მარილისგან განსხვავებით 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს. მასში ნატრიუმის ქლორიდი ჩანაცვლებულია კალიუმის ქლორიდით. „ლოსალტს“ სტანდარტული მარილის გემო აქვს, თუმცა თვისობრივად მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მარილი ნაკლები ნატრიუმით დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. ეს არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე და ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამის დასტურია „ლოსალიტიც“. საქართველოში მარილის ჯანსაღი ალტერნატივა ოფიციალურად ხელმისაწვდომი ფარმაცევტულმა კომპანია „მედიფარმამ“ გახადა.

„ბრიტანულ კომპანიასთან ორწლიანი მოლაპარაკების შედეგად შევძელით და ქართულ ბაზარზე „ლოსალტი“ შემოვიტანეთ. ეს პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მარილის მოხმარებით, შესაბამისად, გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელიც. „ლოსალტში“ ნატრიუმის დაბალი შემცველობა გვაძლევს შესაძლებლობას, არ ვთქვათ უარი მარილზე და თან დაცული ვიყოთ მისი მავნე ზემოქმედებისგან. „ლოსალტი“ ნომერ პირველი გაყიდვადი მარილია დიდ ბრიტანეთში. ის ასევე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მისი შეძენა კი უკვე საქართველოშიც შესაძლებელია,“ - განმარტავს ფარმაცევტული კომპანია „მედიფარმას“ დამფუძნებელი თეიმურაზ კარანაძე.

სასურველია სტანდარტული მარილი სრულად ნატრიუმის ნაკლები შემცველობიანი მარილით ჩანაცვლდეს, თუმცა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს ან აღნიშნულის გენეტიკური განწყობა აქვს. ასევე, მათთვის ვისაც აქვს დიაბეტი და აწუხებს ჭარბი წონა. ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის, ვისაც სურს, რომ თან ჯანსაღად და თან გემრიელად იკვებოს.

„ლოსალტის“ მარილის ყოველდღიურ რაციონში შეტანით ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ნამდვილად შეიმცირებთ. ის გამოიყენება როგორც ცივი კერძების შესაკმაზად, ისე ცხელი კერძის მომზადებისა და ცხობისთვის. მარილის ჯანსაღი ალტერნატივის შეძენა შესაძლებელია „ჯპს-ის“, „ფარმდეპოს“, „ნიკორასა“ და „გუდვილის“ ქსელებში.

R