ავტორი:

დღის ფოტო - მაკრონი და შოლცი ელისეს სასახლეში: ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უკრაინასთან დაკავშირებით უთანხმოება გადალახონ

დღის ფოტო - მაკრონი და შოლცი ელისეს სასახლეში: ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უკრაინასთან დაკავშირებით უთანხმოება გადალახონ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, "ვიდრე საჭირო იქნება" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ეს საფრანგეთში, 22 იანვარს ბრძანა. პარიზში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრისას. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანას შორის მიმდინარეობს, ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უთანხმოება გადალახონ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

დღეს კი "როიტერსი" აქვეყნებს მაკრონისა და შოლცის ერთობლივ ფოტოს, რომელიც გადაღებულია ფრანკო-გერმანული სამრეწველო პროექტების პრეზენტაციაზე, რაც ელისეის სასახლეში გაიმართა.