ავტორი:

"უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე და სამხედრო ადმინისტრაციების რამდენიმე ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებენ" - მედია

"უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე და სამხედრო ადმინისტრაციების რამდენიმე ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებენ" - მედია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტიმოშენკოს, აღნიშნულ თანამდებობაზე, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ჩაანაცვლებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას დატოვებენ სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები.