ავტორი:

"ამ ადამიანების დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი" - კობახიძე 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე

"ამ ადამიანების დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი" - კობახიძე 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის იმ ნაწილის პოლიტიკური დავალება, რომელიც 24 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტის გახსნაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს.

"ამ ადამიანებმა გასული წლის 24 თებერვლიდან უახლოეს დღეების ჩათვლით, არაერთხელ სცადეს ვითარების არევა ჩვენ ქვეყანაში და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამის საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი. როცა ამას ვამბობთ, ამის უკან დგას კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთ მიზანია ვითარების არევა ქვეყანაში, სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ("დროა“, "გირჩი-მეტი თავისუფლება“, "სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქციას დააანონსეს.myquiz