ავტორი:

"გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს" - რას წერს მედია?

"გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს" - რას წერს მედია?

გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.

აღინიშნება, რომ ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.

Spiegel-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-თან.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავდა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას მხოლოდ სხვა ქვეყნებთან კოალიციაში განიხილავდა.