ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში "ექსტრემალური სიცივის" გამო განგაში გამოცხადდა - შიმშილი, გაყინვა და უკიდურესი გასაჭირი ქვეყანაში

ჩრდილოეთ კორეაში "ექსტრემალური სიცივის" გამო განგაში გამოცხადდა - შიმშილი, გაყინვა და უკიდურესი გასაჭირი ქვეყანაში

ჩრდილოეთ კორეაში "ექსტრემალური სიცივის" გამო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს. ადგილობრივი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ტემპერატურა სავარაუდოდ, -30C-მდე დაეცემა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში. როგორც BBC წერს, ეს ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა ცხოვრობს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო რადიომაუწყებელის ცნობით, სანაპირო რაიონებში ასევე მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

გამაფრთხილებელი განცხადებები გაავრცელეს ასევე სამხრეთ კორეაშიც, რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა ჩრდილოეთ ჩინეთში. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში იაპონიაში ტემპერატურა დაიკლებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე.

  • ჩრდილოეთ კორეას მნიშვნელოვნად აზარალებს უკიდურესად ცივი ამინდი, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ მცხოვრები ადამიანები.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ყველაზე ღარიბ პროვინციებში მცხოვრები ადამიანები ყველაზე დაუცველები იქნებიან კლიმატური პირობების გაუარესების დროს.

ელექტროენერგია იშვიათია დედაქალაქ ფხენიანის მიღმა. სხვა ადგილებში ზამთარში შეშით, გამხმარი მცენარეებით თბებიან.

რადიო თავისუფლების აზიის ბიურო დეკემბერში იტყობინებოდა, რომ გასული წლის ბოლოს, ქვეყანაში ხალხის "დიდი რაოდენობა დაიკარგა." ფიქრობენ, რომ ბევრი შიმშილით გარდაიცვალა, ბევრი კი გაიყინა.

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, ლუკას კელერის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეაში სურსათის მაგარი ყველაზე მწირია 1990-იანი წლების შიმშილობის პერიოდის შემდეგ.