ავტორი:

ბრედ პიტი ყიდის სასახლეს, სადაც ანჯელინასთან ერთად ცხოვრობდა - დაათვალიერეთ ბრედის 40-მილიონიანი ქონება

ბრედ პიტი ყიდის სასახლეს, სადაც ანჯელინასთან ერთად ცხოვრობდა - დაათვალიერეთ ბრედის 40-მილიონიანი ქონება

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი გეგმავს გაყიდოს, ლოს ანჯელესში, ლოს ფელიზში მდებარე სასახლე, რომელიც თითქმის 30 წელია აქვს და სადაც ანჯელინა ჯოლისთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბრედი სახლს 40-მილიონ დოლარად ყიდის.

ბრედმა სასახლე 1994 წელს 1.7$ მილიონად შეიძინა. მას შემდეგ მსახიობმა სახლი არაერთხელ განაახლა, გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები და შენობებიც შეიძინა და ქონება უფრო გააფართოვა.

სასახლე ახლა საცურაო აუზით, ჩოგბურთის კორტით და საციგურაო მოედნითაა აღჭურვილი.

PEOPLE-თან საუბრისას წყარომ თქვა, რომ ბრედს ახლა ლოს ანჯელესში რაიმე უფრო პატარა და მოკრძალებულის ყიდვა სურს.

ლოს ფელიზის სასახლე ბრედისა და ანჯელინას ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი იყო.

მსახიობს კიდევ აქვს რამდენიმე მდიდრული სახლი. გასულ წელს მან 40-მილიონიანი სახლი იყიდა Carmel Highlands-ში, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს.

ბრედი ყოველთვის გამოხატავდა არქიტექტურისადმი სიყვარულს. "ძალიან მომწონს არქიტექტურა, ეს უდიდესი ხელოვნებაა, სადაც შეგიძლია შეხვიდე და იცხოვრო," - თქვა მან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში.

წყარო: therichest

მოამზადა: ანა სიბოშვილმა