ავტორი:

დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს

დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს

რუსები ვალერი მელაძეს უკრაინის მხარდაჭერას არ პატიობენ. ქვეყანაში ისევ გრძელდება ქართული წარმოშობის მომღერლის დევნა, რომელიც მიუხედავად მის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა, რუსეთში ცხოვრებას აგრძელებს.

  • ახლახანს, 8 მარტს ვალერი მელაძის Barvikha Luxury Village-ში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ბილეთები თითქმის გაყიდული იყო (მაქსიმალური ღირებულება 70 ათას რუბლს აღწევდა - რედ.), მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ მელაძის მონაწილეობით ღონისძიება გაუქმდა.

"8 მარტს ყველას, ვინც ბილეთები იყიდა, შეუძლია მოვიდეს, მაგრამ ვლადიმერ პრესნიაკოვის კონცერტზე. ყველა ადგილი, ფასები იგივე რჩება“, - განუცხადეს პრესას საკონცერტო დარბაზის თანამშრომლებმა.

"მელაძის ნაცვლად კონცერტზე პატრიოტული პოზიციით ცნობილი ვლადიმერ პრესნიაკოვი გამოვა", - წერს რუსული მედია. ცნობილია, რომ თავისი გამოსვლებისას პრესნიაკოვი გმირებად იხსენიებს რუსული არმიის ჯარისკაცებს.

რუსული მედია წერს, რომ პრესნიაკოვი წარმატებით ჩაანაცვლებს მელაძეს, მის ყველა დაგეგმილ კონცერტზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

საქმე ისაა, რომ 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სცენასთან ახლოს იმყოფებოდა, მსმენელი გამოელაპარაკა და მიმართა: "Слава Україні!“, " Героям слава“ - უპასუხა მელაძემ, თუმცა მიკროფონის გარეშე... მიკროფონში კი თქვა, რომ პოლიტიკას არ ეხება. ვიდეო სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობა" და "ღალატი" უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.