ავტორი:

პანელური დისკუსია ChatGPT-ს შესახებ - BTU ხელოვნური ინტელექტის კვლევას აგრძელებს

პანელური დისკუსია ChatGPT-ს შესახებ - BTU ხელოვნური ინტელექტის კვლევას აგრძელებს

BTU-ში ხელოვნური ინტელექტის კვლევის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპანიის Openai-ს მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. საჯარო განხილვაზე საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე, ChatGPT-სა და სხვა პლატფორმებზე, რომლებიც ინდუსტრიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენენ.

დისკუსიის მოდერატორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი ლევან ჯიქია გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ

  • ზაალ გაჩეჩილაძე (Pulsar AI თანადამფუძნებელი);
  • თათია წმინდაშვილი (უფროსი მკვლევარი, Impel);
  • ანა კოლხიდაშვილი (r&d გუნდის ლიდერი, Impel).

პანელურ დისკუსიამდე, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ chat.openai.com-ზე და ChatGPT-ს დახმარებით, თემის ირგვლივ საინტერესო კითხვები დაეგენირირებინათ.

პანელური დისკუსია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ფარგლებში ჩატარდა. BTU ხელოვნური ინტელექტისა და ChatGPT-ს კვლევის მიზნით სხვადასხვა ტიპის აქტივობების სერიას მართავს. ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა პირველი პანელური დისკუსია, ჰაკათონი სტუდენტებისთვის, ასევე დაიწყო AI Book სერიების გამოცემა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამეცნიერო კვლევები და სტუდენტური კონკურსები, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და სხვა პროექტები.

NS