ავტორი:

პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?

პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?

17 იანვარს ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გასვლა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციიდან არ ნიშნავს სიკვდილით დასჯის ავტომატურ აღდგენას, ფაქტია, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ამგვარი საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.

რუსეთის ექსპერზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უკვე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა:

"კარგი შესაძლებლობაა აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის".

რუსეთში სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე მორატორიუმი პირდაპირი შედეგი იყო ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში მიერთების. 1996 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულება დაეწესებინა მორატორიუმი და სამი წლის განმავლობაში მოეხდინა კონვენციის მე-6 პროტოკოლის რატიფიცირება, რომელიც სრულად კრძალავდა სიკვდილით დასჯას. შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 1999 წელს წარედგინა, მაგრამ ის არასოდეს მიუღიათ. ამის მიუხედავად, სიკვდილით დასჯა 1996 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსმა დატოვა სასჯელად სიკვდილით დასჯის არჩევის შესაძლებლობა და სასამართლოები განაგრძობდნენ ასეთი განაჩენების გამოტანას, მაგრამ ისინი პრეზიდენტ ბორის ელცინის წინააღმდეგობის გამო არ განხორციელებულა. დებულებების მიხედვით, სისხლის სამართლის აღმასრულებელი კოდექსის 184-ე მუხლი, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს შეწყალებას, სასამართლო განაჩენის აღსრულება ჩერდება პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ელცინმა პეტიციების განხილვა უბრალოდ შეწყვიტა.

  • სასამართლო დაცვა

შედეგად, დღეს სიკვდილით დასჯის მოქმედი მორატორიუმი ფაქტიურად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს ორ გადაწყვეტილებას, რომლებიც 1999 და 2009 წლებში მიიღეს. 1999 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ შემოიღო მორატორიუმი ამ ტიპის სასჯელის დანიშვნასა და გამოყენებაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შექმნამდე მთელს რუსეთში. 10 წლის შემდეგ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები დაიწყო ყველა რეგიონში, საკონსტიტუციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით განმარტა, რომ რუსეთში "ჩამოყალიბდა სიკვდილით დასჯის უფლების სტაბილური გარანტიები“.

ჯერ კიდევ ევროპის საბჭოსთან შეწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი თავის წიგნში მიუთითებდა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე. თუმცა, მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მორატორიუმის მოხსნა შეუძლებელი იყო ახალი კონსტიტუციის მიღების გარეშე.

  • ბოლო საშუალება

რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების მომხრეთა რიცხვი 1990-იან წლებთან შედარებით მცირდებოდა, მაგრამ ბოლო დროს მათი რიცხვი გარკვეულწილად გაიზარდა. რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი სიკვდილით დასჯის დაბრუნების იდეის მიმართ, ძირითადად, მართლმსაჯულების ხარვეზის მაღალ ალბათობაზე ლაპარაკობენ. თუმცა წლიური კითხვარის მიხედვით, რუსებში სტაბილურად იზრდება შიში პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრების მიმართ. ამავდროულად, რუსული საზოგადოება არ ენდობა სასამართლოებს და მიიჩნევს, რომ უმჯობესია სასჯელისგან თავის დაღწევა, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი დაპატიმრება მაინც. ამის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ როგორ მიესალმება საზოგადოება რეალურად სიკვდილით დასჯის დაბრუნებას, მიუხედავად მორატორიუმის მოხსნის მომხრეთა დიდი რაოდენობისა.

გამოკითხვების მიხედვით, სიკვდილით დასჯის მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასეთი სასჯელი პირველ რიგში მათ მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, ვინც არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის იხდის სასჯელს. შედარებით ნაკლებია სერიული მკვლელებისა და ტერორისტების სიკვდილით დასჯის მომხრეთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის შემოღების მომენტში სიკვდილით დასჯა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენისთვის იყო ძალაში, როგორიცაა მკვლელობა და გენოციდი.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი