ავტორი:

ზელენსკის რეაქცია, როდესაც შეატყობინეს, რომ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემას დათანხმდა (ვიდეო)

ზელენსკის რეაქცია, როდესაც შეატყობინეს, რომ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემას დათანხმდა (ვიდეო)

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2A6 ტანკებს გადასცემს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მაშინ შეატყობინეს, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა.

ჟურნალისტის კითხვა აღნიშნულ ტანკებს ეხებოდა, ზელენსკი კი ამბობდა, რომ ჯერ არ გზავნიდა შოლცი ტანკებს, რა დროსაც ზელენსკის სპიკერმა, რომელიც იქვე იმყოფებოდა, უთხრა მას, რომ შოლცი ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა.

"ახლახან? მე სატელეფონო ზარი მქონდა შოლცთან ჩანიშნული“ - თქვა ზელენსკიმ და განაგრძო ჟურნალისტთან საუბარი.

  • "ჩემმა სპიკერმა მითხრა, რომ შოლცი დათანხმდა ჩვენთვის "ლეოპარდის" ტანკების გადმოცემას. მე მასთან ამ ინტერვიუს შემდეგ უნდა დამერეკა, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. საერთოდ, მე ძალიან მადლიერი ვარ მთელი მსოფლიოსი უკრაინის მხარდაჭერისთვის, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ტანკების რაოდენობა და მათი მიღების დრო კრიტიკულია

გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.

ნახეთ ასევე: