ავტორი:

"მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა " - ხოშტარია

"მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა " - ხოშტარია

მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა, - ამის შესახებ პარტია "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან "დროას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოლიტიკა აქვს.

"ჩვენს ხელისუფლებას ყველა ეპიზოდში, იქნება ეს გენერატორების გაგზავნა, ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი დევნილები თუ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოზიცია აქვს. ისინი უკრაინის მთავრობას უპირისპირდებიან. ეს მათი ღია პოლიტიკაა, შესაბამისად, ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.