ავტორი:

"ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები" - კობახიძე კინზინგერზე

"ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები" - კობახიძე კინზინგერზე

ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად, აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას.

მისი თქმით, კინზინგერი ხშირად გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომლებიც სიცრუეზე იყო დაფუძნებული.

"კინზინგერი ვიდრე იყო კონგრესმენი და ვიდრე გარიცხავდნენ საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან დაქვემდებარებული ჯგუფის ხელმძღვანელი. ის წესით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის, იმას თუ რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. არ ვიცი საზოგადოებამ განსაჯოს რა დგას ამ ყველაფრის უკან.

კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის, გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

"საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, "ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი "ტვიტერზე“.

ასევე იხილეთ: