ავტორი:

"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"

"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"

1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა "ქალის სურნელი", ფილმი, საოცარი შინაარსითა და ასევე საოცარი ტანგოს შესრულებით, რომელიც კარგად ახსოვს მაყურებელს. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 134,095,253 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ალ პაჩინოს ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლმა "ოსკარი" მოუტანა, 19 წლის გაბრიელ ანვარი კი მსოფლიომ ალ პაჩინოსთან შესრულებული ტანგოს ცეკვით გაიცნო.

დონას როლის შემდეგ მსახიობმა რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა, მათ შორის ყველაზე პოპულარულ "Burn Notice"-ში. ამჟამად ბრიტანელი მსახიობი 51 წლისაა, ჰყავს სამი შვილი და წერს წიგნებს. "ქალის სურნელის" გადაღებიდან 30 წლის შემდეგ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის გაბრიელ ანვარი იხსენებს ლეგენდარულ ტანგოს და თავის ცხოვრებას კადრს მიღმა.

- თქვენ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, სადაც კინო და თეატრი ცხოვრების ნაწილი იყო.

- დიახ, ასეა, დაუვიწყარი მოგონებები მაქვს, რომლებიც ჩემს მშობლებთან ერთად ცეკვას უკავშირდება. ორივე საოცრად მუსიკალური იყო და ჩემი ცეკვის სიყვარული ამან განაპირობა. ჩვენს ოჯახში შემოქმედებითი ატმოსფერო იყო. მე და ჩემი ძმა მამას ვეხმარებოდით ხოლმე ზაფხულობით სახლის აშენებაში. ჩვენს პატარაობაში დედა კოლეჯში ასწავლიდა და ჩვენ ვასრულებდით ზღვის გოჭების როლს სასკოლო წარმოდგენისთვის. თეატრის ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი და შემდგომში ამან გამოხატვის თავისუფლებაში დიდი გამბედაობა შემმატა.

- ყოველთვის გინდოდათ მსახიობობა?

- მე ყოველთვის მწერალი ვიყავი, მსახიობის კარიერა შემთხვევით დაიწყო. ასაკის მატებასთან ერთად წერა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის. ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ.

- 16 ან 17 წლისა პოლ მაკარტნის მუსიკალურ კლიპში "Pretty Little Head" გადაგიღეს.

- პოლი ძალზე თბილი ადამიანია, მე და მისი ქალიშვილი სტელა ტოლები ვართ, ამიტომ, მამასავით ზრუნავდა ჩემზე.

- პირველ კინოროლზე რას იტყვით ფილმში "Manifesto", 1988 წელს?

- რთული კინოროლი აღმოჩნდა, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვიყავი. სულ გადაღებაში ვიყავი ჩართული, ძალიან გამიჭირდა უფროს მსახიობებთან ურთიერთობა.

- აუცილებლად უნდა გითხრათ კომპლიმენტი, საოცრად გამოიყურებით. გაგვიმხელთ თქვენი თავის მოვლის საიდუმლოს?

- უნდა ვაღიარო, ადრინდელივით აქტიური აღარ ვარ. ძალიან მშვიდი ყოველდღიურობა მაქვს. ბავშვებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, ახლა ვეგუები უმცროსი შვილის გამგზავრებას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სასწავლებლად. დღეებს ვატარებ წერაში, ჩემი სახლის სტუდიაში, სიმშვიდეს მხოლოდ ჩემი ოთხფეხა მეგობრები მირღვევენ. მე და ჩემი მეუღლე საღამოობით ხშირად კარგ ფილმს ვუყურებთ ხოლმე. ჩვენ ლამაზ, ძველი ნავსადგურისპირა ქალაქში ვცხოვრობთ, დავდივართ რესტორნებსა და ბარებში. ორივე არაკომერციულ საქმეს დიდ დროს ვუთმობთ.

მეუღლესთან ერთად

- 1993 წელს გამოცემა "People"-მა 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორის დაგასახელათ, 1996 წელს 82-ე იყავით მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალებს შორის. თქვენი როლებით, ძირითადად, ქალის სულიერ მდგომარეობას გადმოსცემთ, არასდროს გითამაშიათ მხოლოდ ლამაზი ქალის როლი. როგორ მოახერხეთ ეს ამ ტიტულებით?

- როგორი გულუხვი ქათინაური მითხარით. ტიტულები არასოდეს მიმიღია სერიოზულად, ნეტავ რედაქტორს მთელი მსოფლიოს ქალები ჰყავდა ნანახი, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო? პირველი ბავშვი 1993 წელს გავაჩინე და მივხვდი, რომ სილამაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სახე, სხეული... ახლახან შევხვდი 80-იანი წლების შვედ მოდელ პოლინა პორიზკოვას. ადრე მისი გარეგნობის თაყვანისმცემელი ვიყავი, ახლა კი მისი სულიერი სამყაროთი მოვიხიბლე. ადამიანის სულიერება აღიქმება მისი ქმედებების საშუალებით, მაყურებელი მისი როლებით ჩასწვდება მსახიობის სულიერ სამყაროს.

- ალ პაჩინოსთან ცეკვაზეც გვიამბეთ.

- დიდებული ფილმია. ჩემს შვილებს სათითაოდ ვაყურებინე, როდესაც უფროსკლასელები გახდნენ. მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი გადაღებაზე და იმდენი რამ ვისწავლე რეჟისორისა და მსახიობისგან, რომ მთელი ცხოვრება გამყვა ეს გამოცდილება.

მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია გადაღებამდე გავიარეთ, რამდენიმე წამი ვიცეკვეთ ამ ცნობილი სცენის გადაღებამდე. ვფიქრობდი, როგორ იქნება საკმარისი რამდენიმეწამიანი რეპეტიცია-მეთქი, შემდეგ კრის ო, დონელმა მითხრა, ეს ალ პაჩინოს სურვილია, სურს ცეკვა იყოს სპონტანური, წინასწარი დადგმის გარეშე. ალ პაჩინო ნამდვილი ჯენტლმენია. ფილმის რეჟისორ მარტინ ბრესტთან მუშაობას ჩემი საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. 19 წლის ვიყავი, როცა ამ ფილმში ვითამაშე და მაშინ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ეს როლი ალ პაჩინოს "ოსკარს" მოუტანდა, თავად ფილმს კი უამრავ კინოჯილდოს.

არც ის მიფიქრია, რომ ჩემს კარიერაზე ამხელა გავლენას მოახდენდა დონას როლი. ძალიან რომანტიკული სცენაა, ნიუ-იორკის სასტუმრო Pierre-ში გადავიღეთ. გააგრძელეთ კითხვა

  • ავტორი: ნინო წიფურია