ავტორი:

ორი ლეგენდა ისევ ერთად - რა დეტალები ხდება ცნობილი მკაცრად გასაიდუმლოებულ ფილმზე, სადაც ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ითამაშებენ

ორი ლეგენდა ისევ ერთად - რა დეტალები ხდება ცნობილი მკაცრად გასაიდუმლოებულ ფილმზე, სადაც ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ითამაშებენ

სამშაბათს, ჰოლივიდუდის ორი ლეგენდა 59 წლის ბრედ პიტი და 61 წლის ჯორჯ კლუნი ნიუ-იორკში, გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ, სადაც პაპარაცებმა მათი გადაღება შეძლეს. მეგობრები ახალ პროექტში, მძაფრსიუჟეტიან თრილერ "მგლებში" ითამაშებენ. ცნობილია ის, რომ ფილმში ლეგენდები მარტოხელა მამაკაცები არიან, რომლებიც ერთი და იგივე საქმით არიან დაკავებულები. სხვა დეტალები გადაღებების შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებულია, ცნობილია ისიც, რომ ფილმის სცენარისტი, „მარველის“ „ადამიანი ობობას“ ავტორი, ჯონ უოთსია.

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ერთნაირი სამოსი ეცვათ. სპრორტული შავი ტყავის ქურთუკები და ნაცრისფერი შარვლები. ლურჯ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ კი თაყვანისმცემლებს გაუღიმეს.

ფილმი მსახიობებისთვის პირველი კოლაბორაცია არ გახლავთ, მათ უკვე ითამაშეს "ოუშენის 11 მეგობარი" და "დიდი ძარცვა".