ავტორი:

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინა დაამტკიცეს

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინა დაამტკიცეს

ინდოეთმა კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ნაზალური ვაქცინა დაამტკიცა. ვაქცინა სახელად iNCOVACC დამზადებულია Bharat Biotech-ის მიერ. ის არის ცხვირში ჩასაწყვეთებელი სითხე და ასტიმულირებს იმ ქსოვილების იმუნურ პასუხს, რომლებიც ცხვირის ღრუშია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ნაზალური ვაქცინა აუმჯობესებს იმუნიტეტს ცხვირისა და სასუნთქი გზების ზედა გარსში, საიდანაც როგორც წესი, კოვიდი ხვდება სხეულში. დასავლური ქვეყნების მეცნიერები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ მის ეფექტიანობაზე, თუმცა ცხვირის სპრეის ფორმის ვაქცინებს იკვლევენ კვლევითი ჯგუფები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

  • გასული წლის ნოემბერში ინდოეთის წამლის მარეგულირებელმა დაამტკიცა iNCOVACC-ის გამოყენება როგორც გამაძლიერებული დოზა და მას აძლევდნენ მოზრდილებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ორი მთავარი ინდური ვაქცინის - Covishied-ის ან Covaxin-ის ორი დოზის გაკეთების შემდეგ.

iNCOVACC ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინაა. ადენოვირუსი გამოყენებულია როგორც ერთგვარი გენეტიკური კოდის გადამტანი და ის ასწავლის ორგანიზმს როგორ ებრძოლოს ინფექციას. ვაქცინაში გამოყენებული ადენოვირუსები არის უვნებელი გადამტანები, რომლებიც შეცვლილია ისე, რომ მათ არ შეუძლიათ გამრავლება, ან ინფექციის გამოწვევა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ნაზალური ვაქცინა. 2022 წლის სექტემბერში ჩინეთმაც დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირში ჩასაწვეთებელი ვაქცინა და მას სპრეის ფორმა აქვს.