ავტორი:

"კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ" - მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 39 წლის გახდებოდა: გელა დაიაურის ემოციური პოსტი

"კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ" - მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 39 წლის გახდებოდა: გელა დაიაურის ემოციური პოსტი

ტრაგიკულად დაღუპული მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა. პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...." - წერს გელა დაიაური.

13 წელი გავიდა თეო ქუმსიაშვილის გარდაცვალებიდან.

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი ადგილზე დაიღუპა.

ავარიისას ასევე დაიღუპნენ თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გელა დაიაურისა და თეო ქუმსიაშვილის სიყვარულის ამაღელვებელი იტორია საქვეყნოდ არის ცნობილი. წყვილს უდიდესი სიყვარული აკავშირებდა. გელა დაიაურმა საყვარელი მეუღლისა და შვილების დაღუპვა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. წლების შემდეგ, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც პოეტმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.

"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ", - ასე ახსნა 2 წლის წინ საკუთარი გადაწყვეტილება გელა დაიაურმა ერთ-ერთ გადაცემაში.

ის და ეკა მაჩხანაშვილი 2021 წელს დაქორწინდნენ.

ასევე იხილეთ: