ავტორი:

ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული პირი საელჩოს დაცვის თანამშრომელია. მათივე ცნობით, დიპლომატიური არხებით მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

ირანელმა სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.