ავტორი:

ილონ მასკმა Twitter-ზე "მისტერ ტვიტი" დაირქვა, ახლა ძველი სახელის დაბრუნება სურს, თუმცა სოციალური ქსელი ამის შესაძლებლობას აღარ აძლევს

ილონ მასკმა Twitter-ზე "მისტერ ტვიტი" დაირქვა, ახლა ძველი სახელის დაბრუნება სურს, თუმცა სოციალური ქსელი ამის შესაძლებლობას აღარ აძლევს

Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა, აღნიშნულ სოციალურ ქსელში სახელი შეიცვალა და Mr. Tweet დაირქვა. მიზეზი კი ისაა, რომ გასულ ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე, "ტესლას" იმ აქციონერთა ადვოკატმა, რომელიც მასკს უჩივის, მილიარდერს "მისტერ ტვიტი" უწოდა.

სწორედ ამიტომ, ილონმა სახელის გადარქმევა გადაწყვიტა. დავა ეხება ილონ მასკის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ "ტვიტებს" და მათ შინაარსს.

საინტერესო ისაა, რომ მასკის თქმით, ის ვეღარ იბრუნებს "ტვიტერზე" თავის ძველ სახელს.

"შევიცვალე სახელი მისტერ ტვიტით, ახლა Twitter არ მაძლევს უფლებას, ძველი სახელი დავიბრუნო“, - წერს მასკი სიცილის გამომხატველი "ემოჯით".

  • ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ილონ მასკმა სახელი შეიცვალა. რამდენიმე თვის წინ მან "ტვიტერზე" ილონა მასკი დაირქვა. მაშინ ყოველივე ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს უკავშირდებოდა.

ლონ მასკმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში იწვევდა.

"ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში უკრაინისთვის. თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“, - წერდა მასკი.

მის ამ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ვრცელი წერილით გამოეხმაურა, რომელიც მან "ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა. კადიროვი წერილში მასკს დამცინავად მოიხსენიებდა, როგორც "ილონას“ და "ნაზი ილონადან სასტიკ ილონად" გადაქცევას ურჩევდა: "არ გირჩევდი პუტინთან ბრძოლას. სხვადასხვა წონითი კატეგორიები ხართ. როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ხართ რინგის წითელ კუთხეში - ბიზნესმენი და Twitter-ის ბლოგერი. პუტინი კი ლურჯ კუთხეში არის მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, ჭექა-ქუხილი დასავლეთსა და აშშ-ში. თქვენთან ორთაბრძოლა, ვლადიმერ ვლადიმერის ძისთვის არასპორტული იქნება.

თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა ნაზი ილონადან სასტიკ ილონად გადაიქცეთ. გთავაზობთ ტრენინგს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში". - აღნიშნა კადიროვმა.

ილონ მასკი კადიროვის ამგვარმა მიმართვამ ხუმრობის განწყობაზე დააყენა. მან კადიროვს ასე უპასუხა:

"მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი შესანიშნავი ტრენინგი ძალიან დიდ უპირატესობას მომცემდა. თუ მას (პუტინს) ჩხუბის ეშინია, თანახმა ვარ, მხოლოდ მარცხენა ხელი გამოვიყენო და ცნობისთვის, ცაცია არ ვარ... ელონა“, - წერდა მასკი "ტვიტერში.“