ავტორი:

ვლადიმერ პუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - რა მეთოდს მიმართავს დიქტატორი იმისთვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს

ვლადიმერ პუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - რა მეთოდს მიმართავს დიქტატორი იმისთვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარდა თავისი დიქტატორული პოლიტიკისა, მედიის განხილვის საგანი სხვა კუთხითაც არის. ამჯერად აჟიოტაჟი მოჰყვა მის ფეხსაცმელს, რომელიც ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ეცვა.

დასავლურ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსეთის დიქტატორის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ეცვა, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო.

როგორც გამოცემა the times წერს, გარდა იმ ქუსლისა, რომელიც შესამჩნევი იყო, ფეხსაცმელს შიდა, ფარული ქუსლიც ჰქონდა, რომლის დახმარებითაც პუტინი უფრო მაღალი ჩანდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტს სიმაღლის კომპლექსი აქვს და იმისთვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს, ხშირად იცვამს მსგავსი სტილის ფეხსაცმელს. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სიმაღლე დაახლოებით, 170 სმ-ია.

აღსანიშნავია, რომ სიმაღლის კომპლექსი აქვს რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევსაც. არსებული ინფორმაციით, მედვედევის პრესსამსახური ყოველთვის სთხოვს ფოტოგრაფებს, რომ ფოტოები ისეთი რაკურსით გადაუღონ, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს.