ავტორი:

ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"

ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"

ჯორჯ ქლუნიმ გაამხილა, რომ ბავშვობაში მას სახის ნერვის პერიფერიული დამბლა ჰქონდა. ჯიმი კიმელის შოუს 20 წლის აღსანიშნავ იუბილეზე მსახიობი გადაცემას სნუპ დოგთან ერთად ეწვია.

გადაცემის დროს, შოუს წამყვანმა, ჯიმი კიმელმა 61 წლის მსახიობს მისი 13-15 წლის ასაკში გადაღებული ფოტოები უჩვენა. ფოტოზე, პატარა ჯორჯს სათვალეები უკეთია და სასაცილო ვარცხნილობა აქვს, რომელიც, მისი თქმით, დედამ შეჭრა. ამის შემდეგ, ჯიმიმ 15 წლის ჯორჯის მეორე ფოტო ამოიღო, რომელზეც ბიჭუნა უხერხულად იღიმის. მსახიობმა, ფოტოს დანახვისთანავე გააფრთხილა წამყვანი: "ახლა მოიცადე, რაღაც უნდა აღვნიშნო სანამ რაიმე ხუმრობას იტყოდე. ამ პერიოდში სახის ნერვის პერიფერიული დამბლა მქონდა და ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო", - განაცხადა ჯორჯმა და შემდეგ კიმელს მიმართა: "მიდი, ახლა იხუმრე."

წამყვანმა მსახიობს უთხრა, რომ საერთოდაც არ აპირებდა ფოტოებზე ხუმრობას და რომ ჯორჯმა უმიზეზოდ დაადარდიანა დამსწრე საზოგადოება.

"მგონი ჯობია, კიდევ ერთი სადღეგრძელო შევსვათ, რომ ხალხი გავახალისოთ", - მიუგო მან მსახიობს.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, იგივე დაავადება კანადელ შემსრულებელ ჯასტინ ბიბერსაც აღმოაჩნდა და მკურნალობის შედეგად უკეთესი მდგომარეობა აღენიშნება. სახის ნერვის პერიფერიული დამბლა წარსულში ანჯელინა ჯოლისაც ჰქონდა, თუმცა მანაც ჩაიტარა მკურნალობა და ეს პრობლემა აღარ აწუხებს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა