ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია მესის ჩამორჩება, მაგრამ რონალდუს უსწრებს - ბრიტანულმა "the guardian"- მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა

ხვიჩა კვარაცხელია მესის ჩამორჩება, მაგრამ რონალდუს უსწრებს - ბრიტანულმა "the guardian"- მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა

ბრიტანულმა გამოცემა "the guardian"-მა გამოაქვეყნა 2022 წლის 100 საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის სია.

პირველი არგენტინელი ლიონელ მესია, მეორე - ფრანგი კილიან მბაპე, მესამე კი - ასევე ფრანგი კარიმ ბენზემა.

სიაში საქართველოს ნაკრების წევრი და იტალიური "ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მე-40 პოზიციაზეა, პორტუგალიელი ვარსკვლავი რონალდუ კი მხოლოდ 51-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ კვარცახელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი სიაში 52-ეა.

"მას მეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს, ეს ყველაფერზე მეტყველებს. რაღაც განსაკუთრებულია საჭირო, რომ ნეაპოლში დიეგო მარადონასთან შედარება დაიმსახურო", - წერს "გარდიანი" ქართველზე.

ნახეთ სრული სია