ავტორი:

უკრაინა რუსული ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ორბანი წინააღმდეგია - "უნგრეთი ვეტოს დაადებს..."

უკრაინა რუსული ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ორბანი წინააღმდეგია - "უნგრეთი ვეტოს დაადებს..."

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

"ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას, ეს გამორიცხულია”, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ი, მაგრამ უნგრეთი, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური და Rosatom-თან ერთად მის გაფართოებასაც გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.