ავტორი:

"ჯო ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა მომენტი არ არის" - რას აცხადებენ თეთრ სახლში?

"ჯო ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა მომენტი არ არის" - რას აცხადებენ თეთრ სახლში?

ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შესაბამის დროს ენდომება ამის გაკეთება. მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის”, - აღნიშნა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ისინი “საკმაოდ ხშირად” საუბრობენ.

“კიდევ ერთხელ, ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, - აღნიშნა კირბიმ.