ავტორი:

"არანორმალური სიყვარული გვქონდა... დიდი ისტორიები და ტანჯვა გადაგვხდა თავს" - როგორ იხსენებს გმირულად დაღუპულ პოლიციელს მეუღლე?

"არანორმალური სიყვარული გვქონდა... დიდი ისტორიები და ტანჯვა გადაგვხდა თავს" - როგორ იხსენებს გმირულად დაღუპულ პოლიციელს მეუღლე?

ოთარ ღვინაშვილი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საგარეჯოში დაიღუპა, 24 იანვარს სამხედრო პატივით დაკრძალეს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დაღუპული პოლიციელი სამინისტროს I ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.

ოთარ ღვინაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. პოლიციელმა ნინო მელეშაშვილზე 2008 წელს იქორწინა. როგორც გმირულად დაღუპული სამართალდამცველის მეუღლე იხსენებს, მათ არანორმალური სიყვარული აკავშირებდათ და ბედნიერი 14 წელი გაატარეს ერთად, თუმცა ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა.

"ყოველ საღამოს ვიდეოთვალით გვირეკავდა. იქიდანაც ზრუნავდა ჩვენზე. 19-ში გავაცილე საგარეჯოში, დაგვემშვიდობა.. რომ გადიოდა სახლიდან, სულ მეუბნებოდა, მოდი კარი დაკეტეო, იდგა ხოლმე, მელოდებოდა, როდის დავკეტავდი, რომ იმედიანად წასულიყო. მთელი დღე ხაზზე იყო, გვწერდა, გვირეკავდა ხოლმე.

ტრაგედიის ღამეს არავის არ დაურეკავს, ჩემით გამეღვიძა. ჩავრთე ტელევიზორი და როცა დავინახე, რომ საგარეჯოში ხდებოდა ამბავი, დავიწყე რეკვა. ადგილიც ვიცანი, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ერთ-ერთი ის ყოფილიყო. გამთენიის 6 საათი იყო, როდესაც დამიკაკუნეს და ეს საზარელი ამბავი მაცნობეს.

2008 წლის 6 აგვისტოს გვქონდა ნიშნობა, ნიშნობის დღეს წაიყვანეს ომში. დიდი ისტორიები და ტანჯვა გადაგვხდა თავს. ყველაზე ბოლოს ეს ჩამოვიდა ომიდან. არანორმალური სიყვარული გვქონდა. რომ ვამბობ, გვქონდაო, გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ. 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ასე ადამიანი დაენანოს მთელ ქვეყანას, ასეთი პატივით გააცილონ, ჯერ არ მინახავს. მადლობა ყველას, ვინც იმ დღეს ჩემს გვერდით იყო" - ჰყვება პოლიციელის მეუღლე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრისას.

ნახეთ ასევე: