ავტორი:

საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი

საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი

საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ ბელგიელ ლუნა ჰენდრიკს 2 ქულით უსწრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიკს თავისუფალი პროგრამა ლამის ჩაუვარდა, გოგონა ნახტომების შესრულებისას ორჯერ დაეცა, მან მაინც მოახერხა 193, 48 ქულით მეორე ადგილის შენარჩუნება, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.

თავისუფალი პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე იღებდა მონაწილეობას.

ანასტასია რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. 2006 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც დაიწყო ფიგურულ სრიალში ვარჯიში. ის 2018 წლამდე სწორედ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. 2018/19 წლების სეზონი კი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა. 2019 წლის ზაფხულიდან ის სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და ვარჯიში ევგენი რუკავიცინის ჯგუფში გააგრძელა. გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის..

მან პეკინის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-6 იყო. შარშან, ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა.