ავტორი:

სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლიეტუვის ქალაქ კაუნასში იმართება, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლისა და ვერცხლის მედლის შემდეგ, ასევე ვერცხლი მოიპოვა ქალთა ერთეულთა კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებული გახლავთ.

მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მე-3 ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში საოცარი გამოსვლის შემდეგ, მან მეორე ადგილზე გასვლა შეძლო. ულამაზესი პროგრამა ანასტასიამ უშეცდომოდ, საოცრად შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოადგინა. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 137, 56 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 206.52 ქულა დააგროვა.

პირველ და მესამე ადგილზე ბელგიელი მოციგურავეები გავიდნენ: ლუნა ჰენდრიქსი (213, 25 ) და ნინა პინზანორე (202,29).

ვინ არის ანასტასია გუბანოვა?

ანასტასია გუბანოვა რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. დიდ სპორტში მისი ჩართვა მშობლემა 2006 წელს გადაწყვიტეს და 4 წლის გოგონამ სანქტ-პეტერბურგში ფიგურულ სრიალში დაიწყო ვარჯიში, სადაც 2018 წლამდე დარჩა. 2018/19 წლების სეზონი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა.

რუსული მედია წერს, რომ სწორედ ამ წლებში გოგონას კარიერამ დაცემა დაიწყო. მოციგურავემ ვერ შეძლო ნაკრებში ფეხის მოკიდება, მას ცნობილმა მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამაც ვერ უშველა. ახალი მენტორი არ იყო კმაყოფილი გუბანოვას შედეგებით: ის მუდმივად ახდენდა ზეწოლას სპორტსმენზე და ბევრს ითხოვდა. მან ღიად განაცხადა, რომ სპორტსმენის ფორმა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და დაჟინებით მოითხოვდა უფრო გულმოდგინე ვარჯიშს. გუბანოვასა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ 2019 წლის ზაფხულში გუბანოვა სკანდალით გარიცხეს სპორტული სკოლიდან. კარიერის გასაგრძელებლად ანასტასია სანქტ-პტერბურგში დაბრუნდა სადაც ახალგაზრდა მენტორტან ევგენი რუკავიცინთან ვარჯიშობდა.

გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის..

მან პეკინის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-6 იყო. შარშან, ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა, წელს კი ჩემპიონი გახდა...

რუსული მედია გუნაბოვას გამარჯვებას ეხმაურება. "ევროპის ჩემპიონატი ისევ რუსმა ქალმა მოიგო გუბანოვამ დაამტკიცა, რომ ჩვენი გოგოები საუკეთესოები არიან - ვკითხულობთ რუსულ სპორტულ ინტერნეტპორტალებზე.

"საქართველოს ფიგურულ სრიალის გუნდს რეგულარულად აძლიერებენ რუსეთის სპორტსმენები. ანასტასია გუბანოვა საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წელს შეუერთდა. 2022 წელს 13 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ საქართველოსთვის ასპარეზობა დაიწყო" - წერს რუსული მედია.

პირადი ცხოვრება

როგორც რუსული მედია წერს, 20 წლის გუბანოვას ვარჯიშთან ერთად პირადი ცხოვრებისთვისაც რჩება დრო. მისი რჩეული სანქტ-პეტერბურგის გუნდის "დინამოს“ ფორვარდი დიმიტრი ზემლიანოვია. ახალგაზრდა 19 წლისაა.